,,დარწმუნებული ვართ, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს”- უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

მისივე თქმით, ჩინეთს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

,,ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა (რუსეთისთვის) ლეტალური აღჭურვილობის გაგზავნას განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე არ არსებობს მტკიცებულება აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ”, – აღნიშნა უილიამ ბერნსიმ.

მსგავსი თემები