უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ის მოხალისე მებრძოლები არიან, რომლებიც ქალაქ ირპენში გარდაიცვალნენ. ისინი ირპენში რუსებთან შეტაკებისას გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები უცხოური ლეგიონის წევრები იყვნენ და დავით ქაცარავასთან ერთად იბრძოდნენ.

საქართველოს საელჩო ინფორმაციას იკვლევს მათი წარმომავლობის შესახებ. როგორც კი მათი საქართველოს მოქალაქეობის დადასტურდება, დაიწყება საქართველოში გადმოსვენების ღონისძიება.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ოფიციალურად უნდა მოხდეს მათი იდენთიფიცირება.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

მსგავსი თემები