უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის იგივე პრინციპი არ მოქმედებს და კოვიდგატანილი პირისთვისაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია.

,,ჩვენი პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა არის საკმარისი თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია. ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებული იქნება ჩვენთანაც, თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი და ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები