“იზრდება ოპერატორთა და დაწესებულებათა რაოდენობა ჯანდაცვის სფეროში”, – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით კორონავირუსის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება.

„Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ 60 სპეციალისტი – 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. 30 ოპერატორი ემატება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან“,- წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები