,,თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს”- ზელენსკი

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გყანცხადებით, თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს.

მისი თქმით, დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში, ასევე რუსეთის ახალი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილებების მიღება.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც მოამზადა და განახორციელა ეს დარტყმა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ თითოეული, ვისაც ამ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს. ეს დარტყმა დნიპროზე, ისევე როგორც სხვა მსგავსი დარტყმები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას – როგორც ეროვნულს, ისე საერთაშორისოს, რათა ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც გასცემს და ასრულებს ბრძანებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სარაკეტო ტერორის შესახებ, კანონიერი განაჩენი მიიღოს და დაისაჯოს. ეს არის პრინციპული ამოცანა უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს მხარს უჭერს სამართლიანობისკენ გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები