პუტინის განცხადებით, დასავლეთი უკრაინის გაძლიერებით საომარ მოქმედებებს უწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პუტინი აცხადებს,  დასავლეთი უკრაინის გაძლიერებით საომარ მოქმედებებს უწყობს ხელს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დასავლეთის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით საომარ მოქმედებებს აძლიერებს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის თქმით,   მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე კიევის უარი მათი „ფარისევლური პოლიტიკის“ მაგალითია.

„ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები