უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის არის აუცილებელი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18-მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას 2022 წლის დეკემბერში მიაღწიეს.