2022 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩაირიცხა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა, 317.31 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.20 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 34.30 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 20.67 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 19.05 მლნ აშშ დოლარით.

 

მსგავსი თემები