,,რუსეთი თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დღეს თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის.

,,დღეს ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის. გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ მსოფლიო წესრიგის მომავალი დგინდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაჟინებით და შემოქმედებითად მუშაობა მსოფლიო ასპარეზზე”- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები იყო და რჩება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და  რუსეთის პოზიციის განმტკიცება მსოფლიო ასპარეზზე.

მსგავსი თემები