,,სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ”- ადვოკატი

,,მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

სააკაშვილის ადვოკატი, ოპოზიციის წევრებთან ერთად მაგნიტსკის სიის” ქართულ ვერსიაზე სამუშაოდ  კონსულტაციების იწყებს.

,,მთხოვეს იურისტების ჯგუფთან შეხვედრა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები გადავცე და ჩავერთო ამ ჯგუფის მუშაობაში. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიებზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე, რასაც ეს ჯგუფი მოითხოვს, ჩვენ მტკიცებულებებს მივაწოდებთ.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს, თავად გაგვაცნო საჯაროდ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა. მე ვიცი სააკაშვილის პოზიცია, თუმცა, ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება გვარების გაჟღერების,”- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს ხვდება.

მსგავსი თემები