“სააგენტომ 90-მდე განაცხადი მიიღო, 80% ეხება “ონლაინ” ვაჭრობის სფეროებს”- ირაკლი ლექვინაძე ”მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან- დღემდე, მას შემდეგ რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტომ მომხმარებლების მხრიდან 90-მდე განაცხადი მიიღო. მისი თქმით,  50-ზე მეტ განაცხადზე საქმის შესწავლა დაიწყო.

როგორც ირალი ლექვინაძემ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ”USA2GEORGIA”-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოცხადდება.

„USA2GEORGIA-ს” წინააღმდეგ დაახლოებით, 15-მდე განაცხადი შემოვიდა. თემა ეხებოდა მომხმარებლებისთვის არსებული პირობების ცვლილებას ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლისას. იანვრის თვეში ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აქ:

პირველი – დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დროული არაინფორმირებულობის გამო და ასეთ შემთხვევაში, მიეცემა გონივრული ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი, აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდა, იქნება საჯარიმო სანქციები.

მეორე – კომპანიამ მოახდინოს განმარტებ, ახსნას ობიექტური გარემოებებით ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია გამართლდეს და ვთქვათ, რომ ეს იყო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული.

მესამე – პირობითი ვალდებულების აღება – კომპანიამ თქვას, რომ საქმის წარმოების კუთხით ვიზარებ, რომ არასწორი ინფორმირებულობის გამო, სათანადოდ არ უზრუნველყავი მომხმარებლების ინფორმირება, დარღვევა დაადასტუროს და აიღოს პირობითი ვალდებულება, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს დარღვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებს. ამ სამი შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთს ჩვენ იანვრის ბოლოს გამოვაცხადებთ,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ  ”მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, სადავო საქმეები ძირითადად, ონლაინ ვაჭრობის სფეროებს ეხება.

,,რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, დაახლოებით, 80% ეხება ონლაინ ვაჭრობის სფეროებს. ძირითადი მომხმარებელი არის თბილისიდან. ძირითადი სექტორი კი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ტანსაცმლით ვაჭრობა. თემატიკა მრავალფეროვანია, მაგალითად: თანხის არ დაბრუნება, პროდუქციის წუნის აღმოჩენა, შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები, გარანტიასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ ეტაპზე, 9 გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. 9-ვე ეხება კომპანიამ აიღო პირობითი ვალდებულება. მათ ამ პროცესში თქვეს, რომ ვიაზრებთ პრობლემას, აღვუდგენთ მომხმარებელს დარღვეულ უფლებას და სავაჭრო პოლიტიკის ინფორმირების მაქსიმალურ შესაძლებლობას შევქმნით. ამისთვის მათ აქვთ გონივრული ვადა, ძირითადად, ეს არის 1-თვიანი პერიოდი. ჩვენ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, აუცილებლად გადავამოწმებთ კომპანიას და თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, საჯარიმო სანქციებამდე მიდის საქმე. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ  ”მედიაცენტრ მთავარში“.

 

მომხმარებლები ძირითადად “ონლაინ” ვაჭრობაზე ჩივიან – ირაკლი ლექვინაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები