,,რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“- გიული ალასანია

,,ახალგაზრდებს რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირია, ახალგაზრდების უმრავლესობას რატომ უყვარს რუსეთი.

„ერთი რაღაცის თქმა მინდა, რა მაკვირვებს იცით? ეს ახალგაზრდები, ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისური იციან, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ რუსეთი, ეს მიკვირს“, – აღნიშნა ალასანიამ.

მსგავსი თემები