რუსული ბანკი „Тинькофф“-ი დასანქცირდა და საქართველოში გადარიცხვებს ვერ ასრულებს

უკრაინაში წარმოებული ომის გამო, კიდევ ერთი რუსული ბანკი დაზარალდა. ევროკავშირმა რუსული ბანკი „Тинькофф“-ი სანქციების მეათე პაკეტში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სავალუტო გადარიცხვები ჩერდება.

„მოცემულ მომენტში ჩვენ ვერ ვრიცხავთ საქართველოში. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენმა კორესპონდენტმა საქართველოში გადარიცხვების დამუშავება შეწყვიტა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„Тинькофф“-ი ევროკავშირის მეათე პაკეტში მოხვდა და ბანკის აპლიკაცია წაიშალა App Store-დანაც.

მსგავსი თემები