ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს პირბადის კვლავ ტარებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს პირბადის კვლავ ტარებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო. ექსპერტების ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში  აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს გასცა პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია  ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის.

 

მსგავსი თემები