ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ ყოფილ დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა.

ზელენსკის თქმით, მათთვისს მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.

„თუ ხალხის რჩეულები ირჩევენ არა უკრაინელი ხალხის, არამედ უკრაინის მიწაზე მოსული მკვლელების სამსახურში ყოფნას, მაშინ ჩვენი ქმედებებიც შესაბამისი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები