ოდესის დაბომბვას ანტონიო გუტერეშიც ეხმიანება

რუსეთის მიერ ოდესის ნავსადგურს დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას გაეროს გენერალური მდივანიც ავრცელებს. როგორც ანტონიო გუტერეში წერს, ეს დასაგმობი ქმედებაა.

გუტერეში უპირობოდ გმობს დღეს განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის ოდესის ნავსადგურზე.

„გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა“, – აღნიშნულია გუტერეშის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული რაკეტები ოდესის ნავსადგურს დღეს დაეცა.

მსგავსი თემები