კალიფორნიაში შტორმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში შტორმს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმი კიდევ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.

სტიქიას თან ახლავს გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სინოპტიკოსები კალიფორნიის შტატის დიდ ნაწილში უხვ ნალექს კვლავაც პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, მეწყერი გამოიწვიოს. მოსალოდენელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ლოს ანჯელესის შემოგარენში.

ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი თემები