„რეფორმა ძირითადად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“ – მანქანები რომლებიც „ბოლავენ“

2023 წლიდან გზებზე კონტროლი მკაცრდება, კერძოდ, იმ მანქანებთან დაკავშირებით, რომლებიც შავად თუ თეთრად ბოლავენ. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, პრობლემა პრობლემად, რჩება, რადგანაც ადმინისტრირება სუსტია. გზებზე კი, თვალსაჩინოა ავტომანქანები, რომლებიც შავ თუ თეთრ ბოლს აყენებენ.

„პრობლემები უკავშირდება ადმინისტრირებას. თუ იმ მანქანებს გადავამოწმებთ, რომლებიც მოძრაობენ და ჭარბი გამონაბოლქვი გააჩნიათ, უმრავლესობას ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი ადმინისტრირებაა. რეფორმა ძირითადად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“. იშვიათად მინახავს, რომ საპატრულო პოლიცია გზაზე აჩერებდეს ავტომანქანას ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო. თუმცა, გამონაბოლქვთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის ინსპექციის მხრიდან იგეგმება გზებზე კონტროლი. გზებზე გადაამოწმებენ იმ ავტომაბქანებს, რომელსაც მოჭარბებული კვამლიანობა ექნებათ. კონტროლი 2023 წელს გამკაცრდება“ – აღნიშნა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.

 

 

მსგავსი თემები