რომის პაპის განცხადებით, უაზრო ომი, რომელიც მსოფლიოს აზარალებს, უნდა შეწყდეს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მორიგ გზავნილს აჟღერებს და ამბობს, რომ ეს უაზრო ომი მთელ მსოფლიოს აზარალებს.

პაპის შეფასებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, დიპლომატებთან შეხვედრაზე, მიმდინარე ომს  სიკვდილისა და ნგრევის კვალიც უწოდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს არის დანაშაული.

„ჩემი ვალდებულებაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ უაზრო კონფლიქტის დაუყოვნებელ შეწყვეტისკენ, რომლის შედეგები მთელ რეგიონშია, ასევე ევროპის ფარგლებს გარეთ, ენერგიისა და სურსათის წარმოების სფეროებში, უპირველეს ყოვლისა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – ბრძანა რომის პაპმა შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები