მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩატარდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

მანამდე კი, დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად “ფიზიკურად ვერ გაიმართება”.

მსგავსი თემები