,,ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია?”- მალხაზ ურთქმელიძე

,,ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია?”- ამ კითხვით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლახანს მიმართა.

„ცუდს ვერ ვხედავ ალკოჰოლის მოხმარებაში. მოხმარება ნორმის მიღმა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან ფაქტად ვერ ჩავთვალე, რომ ჩემს დასკვნაში მეხსენებინა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლახანმა.

მალხაზ ურთქმელიძის განმეორებით დასმულ კითხვაზე, – ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? – ამერიკელმა ნევროლოგმა აღნიშნა, რომ, სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ნორმალური არ არის.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ცხადია, მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის“, – განაცხადა ამერიკელმა ნევროლოგმა.

მსგავსი თემები