ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID -ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID -ის  ოფისის ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა.

USAID -ის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე,   ანტიკრიზისული ბიუჯეტი,   ასევე საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო  სექტორში   არსებული ვითარება  და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებს.  შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა გაძლიერდეს, კიდევ უფრო,   საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას. 

ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა  საქართველოში  USAID -ის     ოფისის ხელმძღვანელს, პანდემიის პერიოდში  ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსა და USAID-ის  თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსგავსი თემები