,,სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ ამ პატიმრობასთან”- გიული ალასანია

„იმ პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდება, არავითარი გაუმჯობესება არ არის.. გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტის და ნევროლოგის შახინ ემანუელ ლაჰანის ჩვენება მისთვის ცნობილი იყო, რადგან დიაგნოზებშიც ასახულია.

„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან თავის დიაგნოზში უწერია. ვიცნობ მის დიაგნოზს. ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია ვიმეორებთ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესი გვაქვს, ცხოვრება სტრესების გარეშე არ გამოდის. გააჩნია სტრესის სიმძიმეს და ხარისხს. ვფიქრობ, ძალიან კვალიფიციურად, კარგად გასცა პასუხი ამ ადამიანმა, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა საუბარი. სტრესული აშლილობა არის სწორედ დაკავშირებული ამ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევები ჰქონდა მითითებული“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები