,,კასიანოვის განცხადება შეიძლება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში იყოს ჩათრეული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამის მიღმა კი სხვა სახის ჩართვას არ აპირებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ ყოველთვის ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რათა უკრაინას ამ მძიმე პერიოდში გვერდით დავუდგეთ, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. გავაგრძელებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უკრაინასთან მიმართებით და მხარდაჭერას, რასაც საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის მიღმა ამ ეტაპზე საქართველო არანაირ სხვა ჩართვას არ აპირებს. მით უმეტეს, როდესაც ეს საკითხები რაიმე ფორმით შეიძლება, დაკავშირებული იყოს კიდევ ერთ მცდელობასთან – საქართველო იყოს ჩათრეული ომში. არაერთი განცხადება გაკეთდა უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ საქართველო ყოფილიყო ჩათრეული ომში და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.