მოსკოვში ქართველი მზარეული მოკლეს

მოსკოვში 50 წლის ქართველი კაცი მოკლეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რესტორან “თბილისოს” მზარეული იყო.

მედიის ცნობით, ქართველი კაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.

შემთხვევა 4 იანვარს მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შელაპარაკება მზარეულის ხუმრობას მოჰყვა.

პოლიციამ ქალი უკვე დააკავა.

მსგავსი თემები