უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

დღეს, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყანამ 50 ტყვე დაიბრუნა. საუბარია ჯარისკაცებზე.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის,  ანდრეი იერმაკის ინფორმაციით, დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების და საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდია და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.

„დავიბრუნეთ 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი. ასევე,  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებული ადამიანები, ასევე მარიუპოლის დამცველები, ბიჭები დონეცკის მიმართულებიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის რეგიონებიდან”, – აცხადებს იერმაკი.

მსგავსი თემები