,,ყველამ ნახა, რომ რუსეთი მუდმივად იტყუება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დიპლომატიისა და პოლიტიკის მანიპულირების არცერთი მცდელობა არ იმუშავებს. მისი თქმით, ყველამ ნახა, რომ რუსეთი მუდმივად იტყუება.

„ამ დღეებში მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსეთი იტყუება მაშინაც კი, როდესაც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საკუთარი განცხადებებით ამახვილებს ყურადღებას. რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვა ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით შობის შემდეგ; თავდასხმები კრამატორსკზე და დონბასის სხვა ქალაქებზე, სწორედ სამოქალაქო ობიექტებზე და სწორედ იმ დროს, როდესაც მოსკოვი ავრცელებდა ინფორმაციას მათი არმიის სავარაუდო „დუმილის“ შესახებ; რუსეთის ოფიციალური პირების კიდევ ერთი საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსათვის. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოსკოვში ისინი საუბრობდნენ სავარაუდო „ზავის“ შესახებ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში – ამ რაიონებში თითოეული ცხელი წერტილი კარგად არის ცნობილი. ბახმუტი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი განადგურდა რუსული დარტყმების შედეგად, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსული თავდასხმის მუდმივ მცდელობებს. სოლედარს ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ არის კიდევ უფრო მეტი განადგურება“, –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები