მეუფე გრიგოლს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც მეუფე აცხადებს, მიზეზი მისთვის უცნობია და შეეცდება მესამე პრეზიდენტის ნახვა ისევ სცადოს.

„ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის. როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის არ ვიცი, ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც უბრალოდ ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად იქნება ვეცდებით, მაშინ კიდევ ერთხელ. დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები