„გარდაიცვალა ჩემი შვილების მამა“ – ამერიკაში მოკლული ლევან გალდავას ყოფილი მეუღლე

ამერიკაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს, ლევან გალდავას ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ემიგრანტები ემშვიდობებიან. ის ქართული სახლი – „ფესვების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან გალდავასა და ზურაბ გალდავას შვილი იყო. 45 წლის ახალგაზრდა მამაკაცია ბრუკლინში ქუჩაში, სასტიკად მოკლეს, პარკირებისას 6 ტყვია ესროლეს.

„გარდაიცვალა ჩემი შვილების მამა, ლიზის და ზუკოს მამიკო, ლევან გალდავა. ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენები მასთან ერთად გავიარე, შევიგრძენი და გადავიტანე… ცოლ-ქმარი აღარ ვიყავით, თუმცა უმთავრესი საერთო გვაკავშირებდა ზუკო და ლიზი მათ გამო, შევძელით ისევ მეგობრები ვყოფილიყავით ერთმანეთისთვის… დღეს ცარიელი ვართ ყველა… მე მჯერა, რომ ლევანი სულ იქნება მისი სამი შვილის, მშობლები და საყვარელი ადამიანების გულებში“ – წერს მოკლულის ყოფილი მეუღლე.

უდიდესი ტრაგედია – აშშ-ში ლევან გალდავა მოკლეს

მსგავსი თემები