უდიდესი ტრაგედია – აშშ-ში ლევან გალდავა მოკლეს

ლევან გალდავა, 45 წლის ახალგაზრდა, წარმატებული მამაკაცი, რომელიც ბრუკლინში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ქუჩაში მოკლეს. მას იარაღი ესროლეს და შემდეგ თავში ბლაგვი საგანიც ჩაარტყეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, მკვლელი იდენთიფიცირებულია, თუმცა, ჯერ არ დაუკავებიათ.

ლევან გალდავა  ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველების, რუსუდან გალდავასა და ზურაბ გალდავას შვილია. რუსუდან გალდავა ქართული სახლი – „ფესვების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული სექტორის ხელმძღვანელია, წლებია აშშ-ში მოღვაწეობს და ამერიკაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

„მედიაცენტრი მთავარი“ და მისი დამფუძნებელი ეკა გულუა უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სათვისტომოს ამ დიდ ტკივილს.

მსგავსი თემები