„მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორ გიული ალასანია მედიასთან აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლებს.

მორიგი სასამართლო ორშაბათს, 9 იანვარსაა დანიშნული.

„არ მგონია, ახლა შეძლოს, ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან.

მსგავსი თემები