თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისი-პარიზის რეისზე, რომელსაც ავიაკომპანია „ვიზიარი“ ასრულებდა, მამაკაცი გარდაიცვალა. მგზავრი დაახლოებით 60 წლის იყო.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ოფიციალურად  ადასტურებს. თვითმფრინავი საქართველოს ცაზე დაახლოებით 2 საათი დაფრინავდა. ის უკან, ქუთაისში დაბრუნდა და აეროპორტში დაეშვა.

ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე უკან დაეშვა. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 

მსგავსი თემები