„მძღოლებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა და იარონ გაუმართავი ავტომანქანით“ – ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

საქართვლოში მოძრავი ავტომანქანების ნახევარი ტექნიკურად გაუმართავია. რეგისტრირებული მილიონ ნახევარი ავტომანქანიდან ინსპექტირებას მხოლოდ ნახევარი გადის.

როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მძღოლებს ავტომანქანის გამართვა ძვირი უჯდებათ და ამიტომ, ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ.

ტექდათვალიერებას გადის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ნახევარი. სულ რეგისტრირებული და აქტიური სტატუსის მქონეა მილიონ ნახევარი ავტომანქანა. აქედან ტექინსპექტირება გაიარა მხოლოდ 790 000-მა.  ავტომანქანების დაახლოებით 30% ხარვეზდება. თუმცა, დახარვეზების შემდგომ, ყველა მათგანი განმეორებით ინსპექტირებაზე არც ცხადდება. ეს დაკავშირებულია ადმინისტრირების პრობლემებთან. მძღოლებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა და იარონ ტექინსპექტირების გარეშე, ვიდრე ავტომანქანა გამართონ და იარონ გამაურთავი ავტომანქანით, რაც გაცილები ძვირი უჯდებათ“ – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები