ტექდათვალიერების გაუვლელობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია გასამმაგდება

დღევანდელი მონაცემებით, ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომანქანების 30% ხარვეზდება. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ტექდათვალიერების გაუვლელობის ნაწილში სანქციები მკაცრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მძღოლებს ერთთვიანი პერიოდი ჰქონდათ და ხელმეორე ინსპექტირება უფასო იყო, დიდი ნაწილი ინსპექტირებაზე არ ბრუნდებოდა. როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ჯარიმა ყოველ ჯერზე გაიზრდება.

„დღევანდელი ნორმებით, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევში ჯარიმა არის 50 ლარი, თუმცა, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გადახედვას, საუბარია სანქციების გაზრდაზე.  პირველად დაჯარიმებაზე ჯარიმა ისევ 50 ლარი იქნება თუმცა, თუ ტექინსპექტირება არ ისევ გაივლის, ჯარიმა გასამმაგდება, შემდეგ ჯერზე კი ისევ გაიზრდება“ – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან, ხარვეზის გამოსასწორებელი ერთთვიანი უფასო პერიოდიც უქმდება და ხელმეორე ინსპექტირებაც ფასიანი იქნება.

მსგავსი თემები