,,კვარაცხელიას განეიტრალება „ინტერისთვის“ ძალიან რთული ამოცანა იყო”- იტალიური მედია

იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა „ნაპოლისთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი „ინტერის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მიზეზად შკრინიარი  მიერ ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება დასახელდა.

„კვარაცხელიას განეიტრალება „ინტერისთვის“ და, კერძოდ, შკრინიარისთვის ძალიან რთული ამოცანა იყო. „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სლოვაკის თამაშმა გაგვახსენა „ნერაძურის“ ყოფილი ვარსკვლავი, ვალტერ სამუელი, რადგან თავისი ათლეტურობა და კონცენტრაცია კვარაცხელიას გასანეიტრალებლად შესანიშნავად გამოიყენა“, – წერს Tuttosport-ი.

მსგავსი თემები