,,შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა…ვაკაკუნე კარები ჩამოვიღე, არავინ ხმა არ გამაგონა”- ინციდენტი გლდანში

ავარიული ლიფტები თბილისში – ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში, გლდანში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.

„გლდანის ა მიკროში, ბავშვთან ერთად შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა 1 სართულზე. ვაკაკუნე კარები ჩამოვიღე. არავინ ხმა არ გამაგონა. დავრეკე 112-ში დაგვიანებით ძლივს მოაღწიეს. ამაზე საშინელი შეგრძნება არაფერი არ არის ხალხნო…. ისეთი შოკი მჭირს არ შეხვედით ხალხნო საშინელ მდგომარეობაშია ლიფტები.

ვაკაკუნე ვაკაკუნე უამრავი ადამიანი ავიდა ჩამოვიდა და ხმაც არავინ გამაგონა როგორ შეიძლება ასეთ დროს უბრალოდ ჩაიარო მერე როგორც იქნა რომ გამოვედით ისე გიჟივით ავარდა. ვინმე მიხედავს ამ ამბავს“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

მსგავსი თემები