აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გერმანია უკრაინას „პეტრიოტის” საზენიტო კომპლექსების ბატარეას გადასცემს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ხოლო გერმანია – დაჯავშნული საბრძოლო მანქანები „მარდერი“, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები