რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთში იანვარში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან.

უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს, რათა არ დაუშვას მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივი გასვლა და მოემზადოს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის.

„შეტევითი პოტენციალის შესანარჩუნებლად და დანაკარგების შესავსებად მტერი აგრძელებს სამობილიზაციო ღონისძიებებს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს მობილიზაციის მორიგ ტალღამდე გაწვევითი ასაკის მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივად გასვლის არდასაშვებად, რომელიც ამა წლის იანვარშია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სრული აკრძალვა”, – აცხადებენ გენშტაბში.

მსგავსი თემები