,,რა სახის მომსახურება უნდა გაეწიოს სააკაშვილს ისეთი, რომელიც არ შეიძლება გაეწიოს საქართველოში”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ენდობა, თუმცა მისთვის გაუგებარია რისთვის არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა.

,,არსებობს რეკომენდაციები, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მითითება, თუ რა სახის მომსახურება უნდა გაეწიოს სააკაშვილს ისეთი, რომელიც არ შეიძლება გაეწიოს საქართველოში.  მეც ვამბობ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმთან დაკავშირებით ვენდობი მის კომენტარებს, მის განცხადებებს, მაგრამ არსებობს შეკითხვები, რომელზედაც პასუხები უნდა მიიღოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ და არა მე, ან კელი დეგნანმა,”- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი თემები