რალისა და დრიფტის ლეგენდა კენ ბოლკი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტომრბოლელი კენ ბოლკი 55 წლის ასაკში დაიღუპა. რალისა და დრიფტის ლეგენდა მთებში თოვლმავლით მოძრაობისას ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევისას ის თოვლმავალს ციცაბო ფერდობზე მართავდა, რა დროსაც გადაბრუნდა და ავტომრბოლელს დაეცა.

„დიდი წუხილით გაცნობებთ, რომ კენ ბლოკი დღეს თოვლმავალით მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. კენი ნიჭიერი, შემოქმედებით უნარით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ის გახლდათ პიონერი და მისაბაძი ფიგურა, პირველ რიგში კი, სამაგალითო ადამიანი, მამა და მეუღლე“, – ნათქვამია მისი გუნდის, Hoonigan Racing-ის განცხადებაში.

მსგავსი თემები