,,ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაშიც დაეხმაროს”- მარკ რუტე

,,ნიდერლანდები რაც შესაძლებელია, ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმაროს,”-  ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.

“უკრაინა უკვე თითქმის წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას. მომდევნო თვეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავარწმუნე, რომ ნიდერლანდები რაც შესაძლებელია ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ომში გამარჯვებაშიც დაეხმაროს”, – წერს რუტე.

მსგავსი თემები