,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის  შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტზე არსებული ვითარება და უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯები განიხილეს.

„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება წარადგინა. კირილ ბუდანოვმა უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯებზე ისაუბრა “, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები