,,მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია”- კობა ნაყოფია

,,მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ აქციებს უყურებს, როგორც დიდ საერთაშორისო აქციას, მადლობელია ყველა ადამიანის, ვინც მის მხარდასაჭერად მივა მსოფლიოს დიდ ქალაქებში და საქართველოში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის და წონის კარგვის რეჟიმშია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. აღენიშნება ისევ ტემპერატურა 38-მდე. მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმში არის ეს ადამიანი ყოველდღიურად. ეს მდგომარეობა საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის, ყველა მოქალაქის სრული კონსოლიდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

 

მსგავსი თემები