ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ

2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ.

სიახლე სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება და ის შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.

ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად 7 ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახდი არ შეეხებათ.

ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს. მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში ასევე იქნება ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ. ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.

მსგავსი თემები