ფიფა-ს პრეზიდენტს სურს, თითოეულ ქვეყანაში ერთ სტადიონს პელეს სახელი მიენიჭოს

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ინიციატივით გამოდის, თითოეულ ქვეყანაში ერთ სტადიონს მაინც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი მიენიჭოს.

მედიის ინფორმაციით, ფიფა ორგანიზაციის წევრ ფეხბურთის ფედერაციებს ამ თხოვნით ახლო მომავალში მიმართავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სევდიანი ვართ, მაგრამ მაინც ვიღიმით, რადგან მან მრავალი ღიმილი გვაჩუქა. ვთხოთ მთელ მსოფლიოს, რომ მას წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ. ვგეგმავთ, რომ მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას მივმართოთ თხოვნით –  ერთ სტადიონს მაინც მიენიჭოს პელეს სახელი“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის,  პელე 29 დეკემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები