ნაგვის ბუნკერში თავით „გადაეყუდა“ – შავებში  ჩაცმული ბებო, რომელიც მოწყალებას არ იღებს – “მედიაცენტრი მთავარის” დღის ფოტო  

ეს ფოტო „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ უბანში, პეტრიაშვილზე გადაიღო. შავებში ჩაცმული ბებო ნაგვის ბუნკერთან მივიდა, მიიხედ-მოიხედა, როცა დარწმუნდა, რომ მას არავინ უყურებდა და ირგვლივ ხალხი არ იყო, ბუნკერში პირდაპირ თავით „გადაეყუდა“.

ბებომ ბუნკერიდან რამდენიმე, სავარაუდოდ, მისთვის საჭირო თუ გამოსადეგი „ნივთი“ ამოიღო, “პარკში” ჩაალაგა, მიიხედ-მოიხედა და გზა გააგრძელა. ანალოგიური გაიმეორა ბარნოვის ქუჩაზეც. სანამ არ დარწმუნდა, რომ მას არავინ უყურებდა, ბუნკერს არ მიეკარა.

„მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა, მას გასაუბრებოდა. ბუნებრივია, არ შევიმჩნიეთ, რომ ჩვენ ის დავინახეთ. უბრალოდ გამოველაპარაკეთ. ვუთხარით, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, ბებომ გვიპასუხა, რომ არა, ის მოწყალებას არ იღებს და გაუყვა თავის გზას.        

მსგავსი თემები