,,ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს სასამართლ ოპროცესებზე ფიზიკურად დასწრება სურს. მისი  თქმით, დღეს გამოითხოვს ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს.

“სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, ამას გავივლით ამ საკითხებს, გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს მე ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას…

ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც ღამის 12-საათამდე”, – განაცხადა  ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები