რუსეთის ძალებმა დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის, სუმის და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკზე.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი. მედიის ცნობით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნიკოლაევის რაიონის ოჩაკოვოს თემის აკვატორიას და სანაპირო ზონას.

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსი სამხედროების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 13 დარტყმა განახორციელა, ასევე ხუთჯერ დაბომბა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციები.

 

მსგავსი თემები