აშშ-ში ხარაჩოების ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაიღუპა

აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას სამი მუშა ემხსვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ხარაჩოების ჩამონგრევამ გამოიწვია. შედეგად თანამშრომლები 21 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე ყველა სამუშაო შეჩერებულია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები