,,ასეთი სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება”- ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს დონეცკის ოლქის მაკიივკაში ასობით ოკუპანტის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და მობილიზებულ პირებზე გადაიტანოს.

მათივე ცნობით, რუსულ ბაზაზე თავდასხმამ გამოიწვია “მნიშვნელოვანი კრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ”.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ.

ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები